რეგიონები
მარნეულის #48 უბანზე ამ დროისათვის 7 საჩივარია დაწერილი - ცესკო
მარნეულის მუნიციპალიტეტის #48 საარჩევნო უბანზე დაიწერა 7 საჩივარი, რომლებიც შეეხება მცირე პროცედურულ ხარვეზებს, - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საარჩევნო უბნებზე 12:00 საათისთვის არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას.
,,მაგალითისთვის, ერთ-ერთ საჩივარში არის აღნიშნული, თითქოს კენჭისყრის პროცესი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა ეს ინფორმაცია. უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე შევიდა 08:15 საათზე და რა თქმა უნდა, ამომრჩევლის შესვლის შემდეგ დაიწყებოდა კენჭისყრის პროცესი’’, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
როგორც ცესკო-ს პრესპიკერი ამბობს, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე იმყოფება საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი და საარჩევნო უბანზე ყოფნის მქონე უფლებამოსილი პირები, რამაც მისი თქმით, გამოიწვია კიდეც გარკვეული პროცესების შეფერხება.
მიქელაძის განცხადებით, ასევე ერთ-ერთ საჩივარში არის მითითებული, რომ თითქოს #48 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხმამაღლა არ გამოაცხადა არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
,,ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი უბანზე იმყოფება დიდი რაოდენობის უფლებამოსილი პირები. შესაბამისად, უბანზე იყო გარკვეული ხმაურიც და შესაძლოა, ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვერ გაიგონა გამოცხადებული ინფორმაცია. მთავარი არის ის, რომ კომისიის თავმჯდომარემ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია გამოაცხადა’’, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საჩივარი შეეხება თავად ამომრჩევლების მიერ კაბინის გარეთ ხმის მიცემის მცდელობის ერთეულ ფაქტებს.
,,ეს ერთეული ფაქტები დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა თავად კომისიის წევრების მიერ’’, - აღნიშნა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


