უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

21 აგვისტო, 2017 14:55
font-size

მანჰეტენის კინიფესტივალის ფინალში მოხვედრის გამო ქართული ფილმი „8 წუთი“ ავტომატურად „ოსკარზე“ მიიღებს მონაწილეობას

პირველად მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ისტორიაში 10 ფინალისტს შორის ქართული ფილმი „8 წუთი“ მოხვდა. საქართველოს გარდა, ფინალისტებს შორის არიან შემდეგი ქვეყნები: აშშ, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ლატვია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სირია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ერთობლივი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე თამაშობენ. აქედან სლავა ნათენაძე ნომინირებულია მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის კატეგორიაში. ფილმი აპოკალიფსურ ამბავს მოგვითხრობს მზის ჩაქრობის შესახებ. ზუსტად 8 წუთია საჭირო, რათა დედამიწამდე მზის სხივმა მიაღწიოს. თბილისში, როგორც მთელ მსოფლიოში, ხალხი პანიკაშია ჩავარდნილი, ხოლო ფილმი მათი ცხოვრების უკანასკნელ 8 წუთს ასახავს.

გარდა იმისა, რომ ფილმს ერთი კვირის განმავლობაში 100 000 კინომოყვარული ნახავს, „8 წუთი“ მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალში მოხვედრის გამო ავტომატურად მიიღებს 2018 წლის ოსკარებზე მონაწილეობის უფლებას. გარდა ამისა, ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი კვირის განმავლობაში 8 წუთს უჩვენებენ ლოს-ანჯელესში, დახურულ ჩვენებებზე. მის მაყურებლებს შორის კი ჰოლივუდის ცნობილი სახეები იქნებიან.

მანჰეტენის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი 28 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაიმართება. საუკეთესო ფილმს 6 კონტინენტზე, 250 ქალაქის კინოთეატრებში გაუშვებენ.

ანა მებურიშვილი

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი