რეგიონები
მამაკაცს, რომელმაც 34 წლის ქალს ლიფტში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 26 წლის მამაკაცს, რომელმაც ლიფტში ახალგაზრდა ქალს რამდენიმე დღის წინ მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, გამოკითხვის ოქმში ბრალდებული არ ან ვერ აკონკრეტებს ახალგაზრდა ქალზე თავდასხმის მოტივს, ამიტომ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ის რჩება წინასწარ პატიმრობაში.
ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს. იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიატრიულ შემოწმებას ითხოვს.
შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალს უცნობი პირი გაძარცვის მიზნით თავს დაესხა.
ლიფტში დაჭრილი 34 წლის ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


