რეგიონები
მალე საქართველოს არც ერთი დასახლება არ დარჩება ნოტარიუსის გარეშე
ადიგენი, ასპინძა, ვანი, თერჯოლა - ამ მუნიციპალიტეტებში სანოტარო მომსახურება ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად, მალე საქართველოს არც ერთი დასახლება არ დარჩება ნოტარიუსის გარეშე, - აცხადებენ ნოტარიუსტთა პალატაში.
ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთათვის გამოცხადდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სტაჟირება. გამოცდა ჩატარდება 2016 წლის 30 ნოემბერს, ხოლო სტაჟირების კონკურსი - 27 ნოემბერს.
ნოტარიუსებმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები ადგილზე გააცნეს და ნოტარიატის რეფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
ნოტარიატის რეფორმა არა მხოლოდ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას უწყობს ხელს, არამედ, ადგილობრივ კადრებსაც აძლევს შანსს, საკუთარ მუნიციპალიტეტებში დასაქმდნენ.
ახლად დანიშნული ნოტარიუსები დასახლებებში საკუთარ ხალხს სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან, რის შემდეგაც მათ უკვე შეუძლიათ, საქმიანობა მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გააგრძელონ.
ამის სანაცვლოდ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს (დახმარება ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს ქირის გადასახადს, ყოველკვარტალურ ფინანსურ დახმარებას, სანოტარო ბიუროს ტექნიკურ-მატერიალური ბაზით აღჭურვას).
ასევე, ნოტარიუსობის კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტში დაინიშნება, საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისთვის გადახდილ საფასურს ნოტარიუსთა პალატა აუნაზღაურებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


