მოზაიკა
მაკა ჩიჩუა სოციალური სოლიდარობის ორდენით დააჯილდოვეს
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს „სოციალური სოლიდარობის ორდენით“ დააჯილდოვეს, რომელიც წელს ორგანიზაციის „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“ მიერ დაარსდა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით სოციალური სოლიდარობის ორდენით ჯილდოვდებიან პირები, ან ორგანიზაციები, რომელთაც განსაკუთრებული პიროვნული, ან ორგანიზაციული წვლილი მიუძღვით, როგორც ტრადიციული, ასევე ორგანული სოციალური სოლიდარობის მიმართულებით.
„ორდენი, ალბათ სტიმულია ისეთი საქმიანობისათვის, რომელსაც „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“ ახორციელებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ერთად ყოფნა. უნდა გავერთიანდეთ სწორედ ამ გზავნილით - ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
საქართველოს პირველ ლედის სოციალური სოლიდარობის ორდენი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ პირადად გადასცა.
„პირველი ლედი არა მარტო აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა, განსაკუთრებით, ამ კატეგორიის ბავშვთა და მოზარდთა პრობლემების განხილვაში, არამედ, უშუალო, ღია კომუნიკაცია აქვს მათთან. მის მიერ გამოხატული განწყობა, დამოკიდებულება და თანადგომა ფიზიკურად, გონებრივად, მენტალურად შეზღუდული, თუ სოციალურად შეჭირვებული პირების მიმართ, საზოგადოების აღტაცებას იწვევს. ჩვენი ორგანიზაციისათვის საპატიო და საამაყოა, მადლიერების ნიშნად მაკა ჩიჩუას გადასცეს სოციალური სოლიდარობის ორდენი“, - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ღვთისშვილთა კავშირის სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის შრომითი თერაპიის კაბინეტსა და შემოქმედებით სახელოსნოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, აპლიკაციები, საახალწლო აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, თექის პანოები და შარფები.
საქართველოს პირველმა ლედიმ გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერა და ღონისძიების მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


