უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 სექტემბერი, 2017 17:35
font-size

MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს

MAGNUM PHOTOS და თიბიასი ბანკი წარმოგიდგენთ MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს, „რუსული დღიურის კვალდაკვალ”- თომას დვორჟაკის/ Magnum Photos და ჯულიუს შტრაუსის მონაწილეობით.

18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის“ ფარგლებში, თიბისი ბანკის საგალერეო სივრცეებში შედგება ორი გამოფენა:

„რუსული დღიურის კვალდაკვალ“, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია - თიბისი გალერეა

„რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ“ - თიბისი არტ გალერეა

პროექტით „Magnum Retold“ („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“) Magnum Photos აგრძელებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის "რუსული დღიურის"-ს (1947) კვალდაკვალ.

რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს.

„Magnum Photos“-მა გადაწყვიტა, ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი, ვიზუალური ტილოს შესაქმნელად, რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო მცოდნე ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი და მწერალი, ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, გაეზავნა რეგიონში, სადაც დღეს ბევრი მკვლევარი ახალი ცივი ომის აჩრდილებს ხედავს.

ორივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოკოლექციას ერთ სივრცეში მოეყრება თავი.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი ბანკის სათავო ოფისი, II და IV სართული

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი