რეგიონები
მაგნოლიის ხე ბორანით უკვე ზღვაში მიცურავს
აჭარიდან შეკვეთილში, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში, მაგნოლიას ხის გადასატანი სამუშაოები გრძელდება.
ხე უკვე ბორანზე მოათავსეს და ზღვაში შეუშვეს.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ციხისძირში ხის გადატანის პროცესში წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყდა. ინციდენტის გამო დააჯარიმეს კომპანია ,,ზიმო,’’ რომელიც ხის გადატანის სამუშაოებს აწარმოებს.
მაგნოლია რიგით მეორე გიგანტური ხეა, რომელიც ციხისძირიდან ამოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანენ. შარშან თებერვალში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით სამშენებლო კომპანია ,,ზიმომ“ ციხისძირიდან ურეკში ტიტას ჯიშის ხე გადარგო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


