რეგიონები
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო 15 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერმა თოვამ აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები გამოიწვია.
ხულოსა და შუახევში მოსულმა ნალექმა 80 სანტიმეტრს მიაღწია. მუნიციპალიტეტების ცენტრებამდე ავტომანქანების მოძრაობა არ შეწყვეტილა, თუმცა სოფლების მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.
ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც 15 სოფელს დენი შეუწყდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ,,ენერგოპროჯორჯიას’’ ბრიგადები.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. უშუქობის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
,,15 სოფელს ისევ არ მიეწოდება ელექტროენერგია. ეს გამოწვეულია ხაზების დაზიანებით. ჯგუფები გასულია. მე მქონდა საუბარი ,,ენერგოპროს’’ წარმომადგენლებთან. ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც და ალბათ დღის მეორე ნახევარში აღუდგება ალბათ ძირითად ნაწილს ელექტროენერგისი მიწოდება. ხულოს ცენტრამდე ტრანსპორტი მოდის შეუფერხებლად. მაღალმთიან სოფლებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,’’ - აცხადებს გამგებელი.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


