რეგიონები
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, არ ითვლებოდა სამთო დარტყმების მხრივ რისკის ზონად
“კომპანიისთვის ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია მოულოდნელი იყო, ვინაიდან, კონკრეტული ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, არ ითვლებოდა სამთო დარტყმების მხრივ რისკის ზონად“-განაცხადა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, მათ მტკიცებით ფორმაში არ უთქვამთ, რომ ტყიბულის შახტში დანამდვილებით სამთო დარტყმა იყო, ეს ყველაფერი გამოძიებამ, ექსპერტთა ჯგუფმა უნდა დაადგინოს.
ტყიბულში, მინდელის შახტში, ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6 მუშა დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს..
მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


