რეგიონები
ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში არ შედის
აჭარის უმაღლეს საბჭოში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში შეცვლაზე უარს ამბობს.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ვარშალომიძემ უსკო-ს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პოლიტიკიდან მიდის. ვარშალომიძე არც აჭარის დატოვებას აპირებს და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციას გეგმავს.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში, მხარში მედგა და მარწმუნებდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. მადლობა ჩემს გუნდს. მინდა ასევე, ბოდიში მოვუხადო ჩვენს ამომრჩეველს იმის გამო, თუ ვერ გავამართლეთ მათი მოლოდინები, ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები. გვაფრთხილებდნენ, რომ არჩევნებს გააყალბებდნენ და ბოდიშს ვუხდი მხარდამჭერებს, რომ ვერ დავიცავი მათი ხმა. ჩემი მიზანი იყო აჭარაში სასარგებლო ადამიანების შეკრება, ვინც განახორციელებდნენ კარგ პროექტებს, მათ შორის ოცნების ქალაქის პროგრამას, ციტრუსის პროგრამას და სხვა.
სწორედ ამიტომ დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას და არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, არც როგორც ლიდერი და არც როგორც დეპუტატი. ეს მე მომცემს საშუალებას უფრო მეტი ყურადღება მივაქციო ხალხს და ვითანამშრომლო ჩემს გუნდთან. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, ჩემი კონცენტრირება და ძალისხმევა ცვლილებებისკენ იქნება მიმართული. პირადად მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ვიქნები აჭარაში, საქართველოში და ჩემი პრინციპი იქნება მეტ ხალხს შევხვდე", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
პარტიული სიიდან ვარშალომიძის გასვლის შემდეგ მის ადგილს სიის მეექვსე ნომერი ასმათ დიასამიძე იკავებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


