უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში ფერმერებს შეხვდა.

„ჩვენ ვქმნით ინსტრუმენტებს იმისათვის, რომ ფერმერმა ნაკლები დანახარჯებით, უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე სადაც კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, აგრარულ დარგში განხორციელებულ პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

კახეთის რეგიონში, აგრარული დარგის განვითარების ფინანსური მხარდაჭერისთვის, 2012 წლიდან დღემდე, 15 ათასზე მეტი, ათეულობით მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა, მათ შორის, ყველაზე მეტი მესაქონლეობის, მეცხვარეობის, მევენახეობის დარგებზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კახეთის რეგიონში გახსნილია 62 ახალი და გაფართოებულია 373 საწარმო.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის გატარებული სისტემური ღონისძიებების პოზიტიური შედეგები დღეს უკვე სახეზეა - გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია 30 ახალი და გაფართოებული ღვინის 63 ძველი საწარმო, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია.

2018 წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. წინასწარი პროგნოზით, წლის დასასრულისთვის, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდება.

2012 წლიდან დღემდე, მხოლოდ კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 912 მლნ ლარს მიაღწია, აქედან, 300 მლნ 2018 წლის შემოსავლების ოდენობაა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 245 პროექტი ხორციელდება, ჯამური ინვესტიცია 16 მლნ ლარზე მეტია, საიდანაც 10 მილიონამდე ლარი სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერაა. პროგრამის ფარგლებში, 2, 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენებულია და შენდება კაკლის, ნუშის, ზეთისხილის, თხილისა და ხურმის ბაღები.

2014 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირებაა. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების წილი 70%-ს (50% ვაზის შემთხვევაში) შეადგენს. დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 6,230 ჰა მიწის ფართობზე დაზღვეულია 45,828,450 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.

რეგიონში ლაბორატორიულ მომსახურებას რვავე მუნიციპალიტეტს გურჯაანში არსებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული ლაბორატორია უწევს. გურჯაანის ლაბორატორიაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, განახლებულია ინფრასტრუქტურა, ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დანერგილია სურსათისა და წყლის კვლევები, ასევე, მცენარეთა მავნე ორგანიზმების და ბრუცელოზის დიაგნოსტიკა.

სახელმწიფო პროგრამის „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, 12 კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. პროგრამის ფარგლებში, თითოეულ მონაწილე კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. პროგრამაში ჩართულობით, კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ, რომ სარგებელი, ყურძნის რეალიზაციის გარდა, ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ.

2015-2016 წლებში ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, 30,6 ჰა ფართობზე აკაციის პლანტაციები გაშენდა.

სახელმწიფოს მიერ გატარებული სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 54 პროექტი.

შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 14, 372 ჰეტქარია, წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესებულია 1, 333 ჰექტარზე, მიწების დაშრობა განხორციელდა 5 724 ჰექტარზე.

კახეთის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი