რეგიონები
ლენტეხში ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთის ფერდობზე კვლავ რჩება 4 კერა, თუმცა ღია ცეცხლი არ არის და დაკვამლიანება შეინიშნება. გარდა ამისა, ადგილზე წვიმს და ამინდის შესაბამისად ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება.
ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები მონაწილეობენ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის ვარაუდით, ცეცხლის ლიკვიდაცია მალე მოხდება.
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი სამშაბათს გაჩნდა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


