რეგიონები
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია
მცხეთაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებს სარწყავი სისტემის არხების ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას და მაგისტრალური არხის ჩამქრობი ჭის მოწყობას. რეაბილიტაციის ფარგლებში არხი რკინა-ბეტონის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ბერმები და მოიხრეშება გზა.
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემა ემსახურება მცხეთა-მთიანეთის რეგიონის შემდეგ სოფლებს: წითელსოფელს, ნაოზას, აღდგომლიანთკარს, მისაქციელს, ნატახტარს, ახალუბანს, წილკანს, ძალისს, მუხრანს, ქანდას, ჩარდახს, წეროვანს, გოროვანს და ვარდისუბანს; სარწყავი სისტემა 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს რწყავს.
დღეისათვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 9 974 ჰექტარს შეადგენს, სარწყავი წყლის მიწოდება 1 600 ჰექტარზეა გაუმჯობესებული, ხოლო სადრენაჟო სამუშაოები განხორციელდა 2 900 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე. ბოლო 6 წლის მანძილზე რეგიონში 278 ჰიდროტექნიკური ნაგებობა შეკეთდა, ასევე, გაიწმინდა და მოწესრიგდა 628 კმ სამელიორაციო არხი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


