უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

1 ნოემბერი, 2016 12:25
font-size

ლადო გუდიაშვილის რიგით მესამე საზეიმო გამოფენა იხსნება

თანამდროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში რიგით მესამე საზეიმო გამოფენა გაიხსნება.

2016 წელს ლადო გუდიაშვილის ფონდი სულ 4 საიუბილეო გამოფენას უწევს ორგანიზებას.

დღეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

1 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით კი, მეოთხე გამოფენაზე დამთვალიერებელი მხატვრის სრულიად უცნობ გრაფიკულ ნამუშევრებს იხილავს.

ყველა მსურველს საშუალება ექნება ესტუმროს ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზს ყოველდღე 11:00-18:30 საათამდე, ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეების გარდა.

შეგახსენებთ, რომ ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პირველი საზეიმო გამოფენა 6 მაისს გაიხსნა, სადაც მხატვრის მიერ 40-იან წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინა.

რიგით მეორე გამოფენა კი, 22 ივნისს მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

მხატვრის საიუბილეო წელს მისივე სახელობის საგამოფენო დარბაზში დაარსდა ლადო გუდიაშვილის ხელოვნების სტუდია, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებს შეასწავლის მსოფლიო ხელოვნების ისტორიას.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი