უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

19 დეკემბერი, 2016 12:35
font-size

ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა

21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი – მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა.

როგორც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში აღნიშნავენ, 1916-1917 წლებში სრულიად ახალგაზრდა ლადო გუდიაშვილი ერთვება საისტორიო- საეთნოგრაფიო და ქართველ ხელოვანთა საზოგადოებების მიერ ეროვნული კულტურის შესწავლა-გადარჩენის მიზნით მოწყობილ ექსპედიციებში და მათი დავალებით ასრულებს შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის ასლებს.

ამ დროიდან ლადო გუდიაშვილი თავად ქმნის კედლის მხატვრობას ტფილისის მოდერნისტულ არტ-კაფეებსა და კლუბებში (მათ შორის, 1919 წელს ქართველ მწერალთა არტისტულ კაფე-კლუბ „ქიმერიონში“). ლადო გუდიაშვილი პარიზშიც და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ წყვეტს მონუმენტურ მხატვრობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესი ნაწილი დაუდევრობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის პირობებში მიზანმიმართულად ნადგურდებოდა. თავდაპირველი სახით შემორჩა მხოლოდ 1946 წელს მოხატული ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხეველი.

გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე, თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.

გამოფენა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი