რეგიონები
ყველაფერი განხორციელდება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას - კახა კალაძე ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძემ ხანდოს ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, ქსანი-სტეფანწმინდის ელექტრომაგისტრალის მშენებლობის შესახებ.
როგორც კალაძემ განაცხადა, მასთან ერთად ჩამოვიდნენ აღნიშნული პროექტის ავტორები, ასევე გეოლოგები, რომლებმაც ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ. მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ელექტრომაგისტრალის მშენებლობა მათ პრობლემას არ შეუქმნის.
„ვნახეთ ადგილზე კონკრეტულად ის წერტილები, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით. ჩვენ აქ ჩამოვიყვანეთ ჯგუფები. ეს არის კონკრეტული გერმანული კომპანია, რომელმაც გააკეთა პროექტი. ჩამოყვანილი გვყავს გეოლოგები, რომელთაც გამაგრებითი სამუშაოები და ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ. კიდევ უნდა ვნახოთ რამდენიმე ადგილი და შესაბამისად გავივლით ყველაფერს.
ადგილობრივ მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ დამატებით იქნება შესწავლილი. ყველაფერი განხორციელდება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას ადგილობრივ მოსახლეობას. რა და როგორ, ამას მოსახლეობასთან ერთად გავივლით“,-განაცხადა კალაძემ.
ხანდოს ხეობის მოსახლეობასთან საუბრისას გადაწყდა, რომ მომავალ კვირას განმეორებით შეხვედრას გამართავენ. ადგილობრივებმა თავიანთი გეგმა უნდა წარადგინონ, რის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით გაგრძელდება ელექტრომაგისტრალის მშენებლობა.
შეგახსენებთ, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობა ამ პროექტს აპროტესტებს. მათი თქმით, ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს, ხოლო გამოსხივება დააზინებს ადგილობრივების ჯანმრთელობას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


