უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 აგვისტო, 2017 12:45
font-size

ყველა დიდი კერა ლიკვიდირებულია, პატარ-პატარა კერების დამუშავება ხდება - გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ყველა დიდი კერა ლიკვიდირებულია და რჩება მცირე კერები, რომლებსაც ცოცხალი ძალა ამუშავებს.

მინისტრის თქმით, სამუშაოები გრძელდება, თუმცა ავიაცია წინა დღეებთან შედარებით ამხელა დატვირთვით აღარ იქნება ჩართული.

„ყველა დიდი კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. პატარ-პატარა კერების დამუშავება ხდება ცოცხალი ძალის მიერ. ჩვენ მაინც 24-საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ყველა სამსახური, რომელიც აქ ვიმყოფებით, კოორდინაციაში განვაგრძნობთ მუშაობას. ადგილზე რჩება ასევე ავიაცია. ამის მიუხედავად, ჩვენ დღეს ავიაციას იმ დოზით აღარ გამოივიყენებთ, რაც აქამდე გამოვიყენეთ, იმიტომ რომ დღეს ძირითადად ხმელეთზეა სამუშაო ცოცხალი ძალის. ტექნიკაც რჩება ადგილზე.. დღეს საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, წინა დღეებთან შედარებით“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა ქვედანაყოფი კიდევ რამდენიმე დღე დარჩება ხეობაში პრევენციის მიზნით.

„უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ბოლო წუთამდე მეხანძრე-მაშველების, მეტყევეებისა და ყველა იმ ადამიანის გვერდით იდგა, ვინც აქტიურად იყო ჩართული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. დღესაც იგივე რაოდენობა ვრჩებით ადგილზე, რაც აქამდე ვიყავით. აქ იმყოფება ასევე თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები. ჩვენ ვაგრძელეთ ტერიტორიების მონიტორინგს. მოგვიწევს რამდენიმე დღე კიდევ დარჩენა, რათა ახალი კერები არ გაჩნდეს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება ხანძრის შესაძლო მიზეზს, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყველა ვერსია იქნება შესწავლილი.

„გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მე არ შემიძლია, გავასწრო მოვლენებს. დაველოდოთ მის განვითარებას. აბსოლუტურად ყველა გარემოება იქნება შესწავლილი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის ცნობით, ასევე მიმდინარეობს დამწვარი ტერიტორიის აღრიცხვა.

ანა მებურიშვილი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი