უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 იანვარი, 2017 18:10
font-size

კურორტ “გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გარდაიცვალა

კურორტ “გოდერძიზე” მიღებული ტრავმის შედეგად აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თემურ გაბაიძე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, კურორტზე ყოფნისას თემურ გაბაიძე ფეხსაცმლის ზონარს იკრავდა, როდესაც სხვამ თხილამურებით გადაუარა. თემურ გაბაიძემ ქალა-ტვინის დაზიანება მიიღო.

გაბაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

,,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს კურორტ „გოდერძზე“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სამინისტრო თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. ტრაგიკულად დაღუპული პიროვნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია, შესაბამისად უწყების თითოეული თანამშრომლისთვის მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს კურორტ „გოდერძზე“: კურორტზე მოქმედებს პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი, სქი პატრული და საზოგადოებრივ წესრიგს შსს აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონის სამმართველოს ჯგუფი იცავს. სათხილამურო ტრასების ტერიტორიაზე განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, დამცავი ბადეები, სათხილამურო ტრასების კონტურის აღმნიშვნელი ალმები. თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოხმდარი საზარელი ტრაგედიაა და კიდევ ერთელ მწუხარებას გამოვხატავთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით’’, - ნათქვამია განცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი