რეგიონები
კუმურდოში პირველი ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურა − საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
იუსტიციის მინისტრმა 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ კუმურდოს 665 ეთნიკურად სომეხ კომლთან ერთად მიმდებარე სოფლების − კიროვაკანის, ოკამის, გოგაშენის, აფნიის, ქარცებისა და აზმანის − 5000-მდე მცხოვრები ისარგებლებს.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
კუმურდოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ. მანამდე ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისი არ არსებობდა. კერძოდ, კუმურდოში სოფლიდან გაუსვლელად დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები; „მაგთისა“ (მათ შორის, უკაბელო ინტერნეტი ცენტრის შენობასა და მის სკვერში) და „ლიბერთი ბანკის“ (მათ თორის, პენსიის მიღება) სერვისები; ასევე, უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც სოფლის მოსახლეობას უფასოდ შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.
„სოფელ კუმურდოში ჩვენი მოქალაქე ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმისაწვდომობას როცა ეხება საქმე, მათ ზუსტად ისეთივე პრობლემები აქვთ, რაც საქართველოს სხვა დიდ სოფლებს. დღეს, შეიძლება ითქვას, ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები პირველად შემოდიან ამ სოფელში და აქაურ მოსახელობას საშუალებას აძლევენ, ისეთივე ოდენობის და ხარისხის სერვისებით ისარგებლონ, რითაც დიდი ქალაქების მოსახლეობა სარგებლობს. სახელმწიფო სერვისები, უკაბელო ინტერნეტი, წიგნი და ელექტრონული ბიბლიოთეკა დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


