რეგიონები
ყოველ 500 მეტრში ხე-ტყის საამქროებია და ტყე უკონტროლოდ იჩეხება, რაც თავისთავად ასუსტებს ფერდობს - სპეციალისტი
თსუ-ს სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი, სვანეთში სტიქიის გართულების საფრთხეს ხედავს თუ გახშირდა წვიმები.
მერაბ ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტიქიის ორი მიზეზი დაასახელა, ბუნებრივი ფაქტორები და ანთროპოგენური ზეგავლენა.
მისი თქმით, წვიმებს თან დაერთო ყინულის დნობა. ნენსკრა არის მყინვარული მდინარე. ზაფხულში მთის მდინარეებს ახასიათებს ჭარბწყლიანობა, ძირითადად ივლის-აგვისტოში. მდინარე ნენსკრა გამოიყენება ასევე ხე-ტყის დასაცურებლად, ამიტომ ძალიან ბევრი ჩახერგვებია მდინარეში, ამას ემატება გეოლოგიური პროცესი. 2-3 დღეს წყლიანობა არ იკლებს.
“უნდა დაველოდოთ მდინარე რას გვიკარნახებს. ახლა აგრილდა და ყინულის დნობა ნაკლებია, მაგრამ დიდია ნალექის წილი. როცა იქ ვიყავი, გაოგნებული დავბრუნდი, ყოველ 500 მეტრში ხე-ტყის საამქროებია და ტყე უკონტროლოდ იჩეხება, რაც თავისთავად ასუსტებს ფერდობს. გარდა ამისა, ხდება ხოლმე მყინვარის ენის მოწყვეტა და მყინვარული ტბების გადმოსვლა. იყო შეგუბება მყინვარის ნადნობი წყლის და მოხდა მისი დანაპრალება და გადმოხეთქვა, ამას მოსდევს ღვარცოფული ნაკადები”, – აცხადებს მერაბ ალავერდაშვილი.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


