მოზაიკა
„კოსტაობა-2017“ დასრულდა
„კოსტაობა-2017“ დასრულდა. დიდი ოსი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და ოსური ლიტერატურული ენის ფუძემდებლის კოსტა ხეთაგუროვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორი დღე გაგრძელდა.
თბილისში ღონისძება ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც მოეწყო გამოფენა ღია ცის ქვეშ, ხელნაკეთი ნივთების ექსპოზიცია, კონცერტი და საზოგადო მოღვაწეების გამოსვლები.
მეორე დღეს, 15 ოქტომბერს, „კოსტაობა“ სოფელ არეშფერანში(ლაგოდეხის რაიონი) აღნიშნეს, სადაც ოსმა ქალბატონებმა მოამზადეს ოსური ხაჭაპურები და ჯიკა(ყველის ფაფა). ყველა მსურველს ასევე შეეძლო დაეგემოვნებინა მწვადი, ხაშლამა და ჩურჩხელა.
სოფელ არეშფერანში მოეწყო სცენა, სადაც ბაშვებმა და მოზარდებმა წარმოადგინეს ქართული და ოსური სიმღერები და ცეკვები. ასევე, ჩატარდა საფეხბურთო მატჩი, ამხანაგური თამაში ფრენბურთში, ტრადიციული დოღი და ჭიდაობა.
შეგახსენებთ, რომ „კოსტაობას“ სხვა ქვეყნებშიც 15 ოქტომბერს აღნიშნავენ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


