უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 დეკემბერი, 2025 13:33
font-size

კოორდინირებულად და აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები - მიხეილ გოგოლიძე

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის, არსებული გამოწვევების შესახებ.

მიხეილ გოგოლიძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძესაც შეხვდა და ნარჩენების მართვის კუთხით მიმდინარე საკითხები განიხილა.

„იმერეთში ყველა არსებული ობიექტი კანონის ნორმების დაცვით ფუნქციონირებს, თითოეული მათგანი შემოღობილი და დაცულია, მიღებული საყოფაცხოვრებო ნარჩენი კი იპრესება სპეციალური ტექნიკით და იფარება ნიადაგის საფარით, თუმცა ნაგავსაყრელების სიძველიდან გამომდინარე, არსებობს სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც, უმოკლეს დროში უნდა გავუმკლავდეთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებულად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში დავნერგოთ ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტები, ავაშენოთ თანამედროვე ობიექტები, რომელთა გახსნის შედეგად, ძველი ნაგავსაყრელები ეტაპობრივად დაიხურება“, - განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.

იმერეთის მხარეში, ამჟამად, 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია: ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონსა და ხარაგაულში - დახურული. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ობიექტებზე, საჭიროების დროს, რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელეს. მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ, კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასვე, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი, თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი