უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

30 იანვარი, 2017 14:10
font-size

კომპანია “პანცილიონის“ საიმიჯო სახეები მანიკა ასათიანი და ნუკა ყარალაშვილი გახდნენ

კომპანია “პანცილიონის“ საიმიჯო სახეები ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი - მანიკა ასათიანი და “მის საქართველო 2015“ ნუკა ყარალაშვილი გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თუ სარეკლამო რგოლების აქტიური მონაწილეები იქნებიან.

როგორც კომპანია“პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ბანცური აცხადებს, მანიკასთან და ნუკასთან თანამშრომლობა კომპანიამ გასულ წელს დაიწყო და იმედოვნებს, რომ ეს თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდება.

მანიკა ასათიანი: “კომპანია “პანცილიონის“ შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. ძალიან მომწონს ამ კომპანიის ავეჯი, აქ მომსახურებაც მაღალი დონისაა... მოკლედ, მე თვითონაც ამ კომპანიის მომხმარებელი ვარ და მათი მომსახურებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. ყველას ვურჩევ გახდეს “პანცილიონის“ მომხარებელი“.

ნუკა ყარალაშვილი: “ კომპანია “პანცილიონი“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე ბრენდია. ამას ისიც ადასტურებს, რომ გასულ წელს იგი წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ასეთი წარმატებული კომპანიის სახე ვარ. უკვე მოეწყოპირველი ფოტოსესია, რომელიც შესანიშნავი გამოვიდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან “პანცილიონის“ ლამაზი და კომფორტული ავეჯი ნებისმიერი ფოტოსესიისთვის შესანიშნავი ფონია. ასე რომ, პანცილიონის შოურუმები იდეალური ლოკაციაა ნებისმიერი სახის ფოტოსესიის მოსაწყობად“.

ცნობისთვის, კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლინური, უკრაინული და სხვა. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საწარმო, სადაც 2007 წლიდან რბილ ავეჯს და ლეიბებს, ხოლო 2016 წლიდან ყველანაირი სახის ავეჯსა აწარმოებს. გაზაფხულიდან “პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის და ადგილობრივი ნაწარმის საფრანგეთსა და ბელგიაში იმპორტს გეგმავს. გასულ წელს, ერის მომაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანის “პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი