რეგიონები
კობში ზვავის ჩამოწოლის შედეგად უცხოელი ტურისტი დაიღუპა
კობში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხოელი ტურისტია, რომელიც რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.
ის უკვე გადაასვენეს გუდაურში.
როგორც ყაზბეგში მომუშავე ვერტმფრენების ოპერატორი კომპანიის, ,,ჰელისკი ჯორჯიას’’ წარმომადგენელმა, ვახტანგ ასათიშვილმა განაცხადა, 6-8 კაციანი ჯგუფიდან, რომლებსაც სავარაუდოდ, ხელმძღვანელი არ ჰყავდა, ზვავში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო მოყოლილი.
რაც შეეხება დანარჩენ ტურისტებს, მათ შორის არავინ დაშავებულა.
,,შემოვიდა ინფორმაცია, რომ კობის რაიონში ზვავი იყო ჩამოწოლილი და რამდენიმე ადამიანი იყო დაშავებული. გადავედით, შევამოწმეთ და ვნახეთ, რომ ჯგუფი იყო ზვავში მოყოლილი. ჯგუფის წევრებს ზვავიდან უკვე ამოყვანილი ჰყავდათ ერთი ადამიანი. დანარჩენი ყველა ჯანმრთელად იყო. ზვავის სიღრმე დაახლოებით 2-2,5 მეტრი იყო’’, - განაცხადა ვახტანგ ასლანიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


