მოზაიკა
კლდეში ნაკვეთი ისტორიული მარანი უფლისციხეში
კლდეში ნაკვეთი მარანი, უნიკალური ადგილობრივი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინის დაგემოვნება გამომშრალ ხილთან, ჩურჩხელასთან და ყველთან ერთად, არქეოლოგიური მნიშვნელობის ნაშთები, - ასეთია კლდეში ნაკვეთ უძველეს ნაქალაქარ უფლისციხეში აღდგენილი ისტორიული მარანის სავიზიტო ბარათი.
„ეთნოგრაფიული მარანი უფლისციხეში სახელმწიფოს ხელშეწყობით აღდგა. რესტავრირდა და განახლდა მარნის არქიტექტურული შენობა, სადაც რენოვაციის მეთოდით ფუნქციურად ამოქმედდა მარნის ინტერიერში განთავსებული ქვევრები, აღდგა სამეცნიერო კვლევის შედეგად აღმოჩენილი ვაზის 4 ჯიშით გაშენებული სავენახე მეურნეობა, სადაც სახელობითი ნერგები დაირგო,“ - აცხადებს კომპანია „უფლისციხის მეღვინეობის“ მენეჯერი რომა შატაკიშვილი.
მისი თქმით, ქვით და კირით კედლები იმ ადგილზე ამოაშენეს, სადაც არქეოლოგების მტკიცებით, ძველი თონე იყო განთავსებული. თონეც გამოკვეთილი იყო კლდეში.
,,კედლები აშენებულია ქვით და კირით. თანამედროვე სამშენებლო მასალები, გარდა კირისა, საერთოდ არაა გამოყენებული." - ამბობს რომა შატაკიშვილი.

ისტორიული მარანი დღეს უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ერთ-ერთ თვალსაჩინო მარშრუტად არის ქცეული. სტუმრებს საშუალება აქვთ უკეთ გააცნობიერონ, როგორ ქმნიან უძველესი ვაზის ჯიშებისგან ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით და რა არის მთავარი, რაც უნდა იცოდნენ ქართული ღვინის შესახებ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


