რეგიონები
კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
კლასელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ივა ტორაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს.
თავის მხრივ, დაცვის მხარე საქმის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა. როგორც ადვოკატი ირაკლი შენგელია ამბობდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლასელის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ფაქტი ჩხუბს მოყვა.
ადვოკატი განაჩენის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
გამოზიების თანახმად, ივა ტორაძემ გასული წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


