რეგიონები
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჯეიხუნ ჩოვდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პაციენტი ამ დრომდე მარნეულში კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” მკურნალობს.
კლინიკის მთავარი ექიმის ტატიანა შენგელაიას განცხადებით, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
მთავარი ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისთვის რამდენიმე დღე კვლავ კრიტიკულია.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულს - ვუგარ ბაირამოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასევე გაუმჯობესებულია. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.
ცნობისათვის, „ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაჭრეს, არჩევნებში გაიმარჯვა. მან 1837 ხმა აიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 80,89% -ია. ჯეიხუნ ჩოიდაროვი მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარად შევა.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


