რეგიონები
ყიზილაჯლოში ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზვინებენ ბიულეტენებს - დამკვირვებელი
მარნეულში, ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე, სადაც ხელახალი არჩევნები მიმდინარეობს, ადგილზე მყოფი დამკვირვებლები პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ.
როგორც ჟურნალისტებს სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის წარმომადგენელი თეა ქეცბაიამ განუცხადა, საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა და დარღვევით ჩატარდა წილისყრის პროცედურაც.
,, ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, იმიტომ, რომ პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული. ასევე, არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები, არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, არ გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ასე შემდეგ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, როგორიც არის, რომ ამომრჩეველს რეგისტრატორების მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს. კაბინის უკან დგას დამკვირვებელი და ჩემი სუბიექტური აზრით, არღვევს კენჭისყრის ფარულობის პროცესს. მთელი რიგი დარღვევებია ისეთი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ არის უხეში გადაცდომა კანონისგან’’, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა ქეცბაიამ.
თავის მხრივ, საოლქო კომიის თავმჯდომარე, იაკობ ასანიძე დაფიქსირებულ დარღვევებს ტექნიკური ხასიათის დარღვევებად აფასებს და აღნიშნულს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებისა და ოპერატორების სიმრავლით ხსნის.
,,პატარა ტექნიკური პრობლემა შექმნა დამკვირვებლების და ტელეოპერატორების სიმრავლემ. წილისყრა ჩატარდა თავის დროზე. 08:00 საათზე ყველა წილისყრა დამთავრებული იყო. პირველი ამომრჩევლის მოსვლა, საკონტროლო ფურცლის ჩაგდება მოხდა პროცედურების დაცვით. რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ საარჩევნო კაბინის გარეთ ბიულეტენის შემოხაზვას, ასეთი ფაქტი არ შემიმჩნევია. ერთი ფაქტი იყო, როდესაც ამომრჩეველი ამას აპირებდა რეგისტრატორის მაგიდაზე, მას მიუთითეს, შებრძანდა კაბინაში და შემოხაზა’’, - აღნიშნა იაკობ ასანიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


