მოზაიკა
ხვალ საქართველოში ტემპერატურა +36 გრადუსს მიაღწევს
სინოპტიკოსები საქართველოში 9 ივნისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტეს უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +31, +36; სანაპირო რაიონებში +22, +27; მთაში +28, +33; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +27, +32; მთაში +25, +30; მაღალ მთაში +20, +25 გრადუსი.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +30 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


