მოზაიკა
ხვალ საქართველოში ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის ნალექიან ამინდს და ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ღამით ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლ-ჭყაპი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთს საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა ელჭექით. მაღალ მთაში კი, მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +17, +22; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +4, +9 (ზოგან +13-მდე) გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიეღი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში იქნება +19 გრადუსი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


