მოზაიკა
ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა
სინოპტიკოსები 3 ოქტომბრისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +8, +13; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმა. ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +10, +15; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +1, +6 (ზოგან 0-მდე) გრადუსი.
თბილისში ღრუბლიან ამინდს და წვიმას ელიან. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში დღეს ღამით +12, დღისით კი, +15 გრადუსი იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


