უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 ნოემბერი, 2016 17:10
font-size

ხვალ გაიმართება კონფერენცია „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები’’

17 ნოემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია – „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები“, რომლიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (თსუ-ს I კორპუსში, ი.ჭავჭავაძის გამზირი, N1) გაიმართება.

კონფერენციას ოფიციალურად გახსნის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღცვანელი, ილიანა დერილოვა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მისიის ხელმძღვანელი, ვიოლეტა ვაგნერი.

ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ოფიციალური გახსნის ნაწილის შემდეგ მონაწილეები მუშაობას განაგრძობენ სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში - „ლევილის მამული და მისი მომავალი“, „განათლებისა და მეცნიერების საკითხები და ახალგაზრდობა“ და „დიასპორული ინვესტიციები“.

თემატურ ჯგუფში „ლევილის მამული და მისი მომავალი“ მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, დაბა ლევილის მერი, ერიკ ბრევი, რომელიც კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით არის მოწვეული, ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურთა შთამომავლები, ირენ ციციშვილი და ტიერ ბერიშვილი.

კონფერენცია მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიაპყრობას დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემატიკაზე. ამ მიზნით, ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე, ეფექტური თანამშრომლობის გზებზე, თემატურ ჯგუფებში, მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია და დებატები, რათა გამოიკვეთოს დიასპორის წარმომადგენელთა ინიციატივები, პრობლემათა გადაჭრის პერსპექტივები და ჩამოყალიბდეს საერთო სტატეგია, რასაც სამომავლოდ რეალური შედეგები მოჰყვება.

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი