მოზაიკა
ხვალ ამინდის გაუარესებას ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის ამინდის გაუარესებას ელიან.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; სანაპირო რაიონებში +13, +18; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
თბილისში ხვალ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულებსი ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


