რეგიონები
ხონში იუსტიციის სახლი აშენდება
ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის მოსახლეობაც შეძლებს. უახლოეს მომავალში ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.
ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში. ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის რიგით მეოცე ფილიალი იქნება, 21-ე იუსტიციის სახლი კი მარტვილში აშენდება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


