რეგიონები
ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტები პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.
პაციენტების თქმით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები მათ მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ.
ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანიასთან საუბარში ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, რომ ისინი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, რადგან მხოლოდ ერთი საქალაქო ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, ისიც მხოლოდ ფიქსირებული დროით.
იმ შემთხვევაში თუ დაწესებულების ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, პაციენტები პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.
„ვითხოვეთ, რომ გვქონდეს პირადი მობილური ტელეფონი, რომ დავუკავშირდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამასთან დაკავშირებით ყველა მპასუხობს, რომ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ოჯახთან დაკავშირებაო. 5 საათზე ეს ტელეფონი იჭედება, იმ ზომამდე მივყავართ, რომ გამოვაცხადოთ შიმშილობა“,-ამბობს ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი შალვა უგულავა.
თავის მხრივ, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ისინი პაციენტების კონფიდენციალურობას იცავენ.
„მკურნალობა კონფიდენციალურია. თუ ექნება ყველას მობილური ტელეფონი, რომლითაც აქვთ როგორც ინტერნეტით ასევე გადაღების საშუალება დაწესებულება ვერ გახდება კონფიდენციალობის გარანტი“,-ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


