რეგიონები
ხობში სანოტარო ბიურო ამოქმედდა
ხობის მუნიციპალიტეტში ახლად დანიშნულმა ნოტარიუსმა პირველი სანოტარო მოქმედება შეასრულა. ნოტარიუსთა პალატის გამეგობის წევრმა მერაბ ფარჯიკიამ ახლად გახსნილი სანოტარო ბიურო მოინახულა და ნოტარიუსს პალატის მხრიდან მაქსიმალურად ხელის შეწყობა აღუთქვა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსი ხობის მუნიციპალიტეტში ამა წლის 10 ივლისს დაინიშნა. ყოფილმა ნოტარიუსმა 2017 წლის მარტიდან საპენსიო ასაკის გამო დატოვა თანამდებობა.
ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისები ისევ ხელმისაწვდომია.
2014 წელს დაწყებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. დღეს უკვე სანოტარო ბიურო საქართველოს თითქმის ყველა დასახლებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


