უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 მაისი, 2023 12:37
font-size

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემლის პრობლემები მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. გარკვეულწილად, ამას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ცხოვრების წესს, ყოველდღიურ საქმიანობასა ან პროფესიას უკავშირებენ. გარდა ჩვენი ყოველდღიურობისა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ხერხემლის პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიები. დღესდღეობით, ხერხემლის პრობლემებიდან საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება:

სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლების განვითარებას, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის - შედარებით მსუბუქად მიჩნეული, და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

● კუზი - მკვეთრად გამოხატული გულ-მკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთა-შუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

● ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

● მალთა-შუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთა-შუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან ჭარბწონიანობამ, ხანდაზმულმა ასაკმა, კონკრეტულმა ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.

● სპონდილოზი - არის ხერხემლის სვეტის დეგენერაციის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ამ პათოლოგიას კი მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ოსტეოართრიტია, რომელიც ასაკთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს. სპონდილოზის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერვულ ღეროებზე ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, პარესთეზიები, წონასწორობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე.

ხერხემალზე არსებული პრობლემების დროს სასურველია, გააძლიეროთ წელის კუნთები ცურვით ან ნაკლებად ინტენსიურ ვარჯიშების დახმარებით. ასევე ამ დროს პაციენტმა თავი უნდა შეიკავონ მკვეთრი მოძრაობებისგან და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, ხერხემლის დაზიანებების დროს რეკომენდებულია ისეთი სპორტული აქტივობებით დაკავება, როგორიცაა: იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე, ხერხემლის პრობლემების შესამცირებლად და სხვა თანმხლები დაავადებების პრევენციისთვის მიზანშეწონილია ხერხემლის ქამრებისა და კორსეტების გამოყენება. ეს პროდუქცია ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას, რაც ამ არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. ხერხემლის ორთოპედიული ქამრებისა და კორსეტების ფართო არჩევანია სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიათა ქსელში. აღნიშნული პროდუქცია განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების მქონეა. არსებობს სხვადასხვა სიგრძისა ხერხემლის ორთოპედიული ქამრები და კორსეტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური დამატებითი მეტალის ან პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში სთავაზობს. მათი შეძენა ასევე ონლაინ რეჟიმში "ახალი ხედვის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. პროდუქტს ადგილზე ჩვენი წარმომადგენელი ან ფოსტის კურიერი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი