უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 სექტემბერი, 2017 15:30
font-size

ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა“

25 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „უკანასკნელი ფურცელი - იური დოიჩისა და კატია კრაუსოვას ფოტოგრაფიული მოგზაურობა“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სლოვაკეთის საელჩო საქართველოში დაინტერესებულ პირებს გამოფენაზე დასასწრებად იწვევს.

ფოტოგრაფი იური დოიჩი და დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფი აღმოსავლეთ სლოვაკეთში, მიტოვებულ სკოლაში ინტუიციის წყალობით აღმოჩნდნენ. აქ დრო 1942 წლის ერთ დღეს გაჩერდა, როცა ყველა მოსწავლე საკონცენტრაციო ბანაკებში წაიყვანეს. იქ ჯერაც შემორჩენილია მათი სახელმძღვანელოები, გასწორებული საშინაო დავალების რვეულები და ნიშნების ფურცლები, კარადაში შაქარიც კი დევს... მტვრიან თაროებზე შემორჩენილი ეს დაფერფლილი წიგნები - ერთ დროს აყვავებული კულტურის გადმონაშთები - იური დოიჩისთვის გადარჩენილი ინდივიდებია. საოცრად მეტყველია მის მიერ შექმნილი თითოეული წიგნის, მათი ნატიფი სილამაზის ამსახველი პორტრეტი.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მაყურებლის წინაშე პირველად ბრატისლავაში, სლოვაკეთის ეროვნულ მუზეუმში წარსდგა, შემდეგ - პრაღასა და კემბრიჯში და იმთავითვე დიდი აღიარება ხვდა წილად.

2011 წელს პროექტი შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჩავიდა. ჯერ იყო გამოფენა ნიუ-იორკში, შემდეგ ინდიანას შტატის ქალაქ ბლუმინგტონსა და ოტავაში. ტურნე გაგრძელდა ევროპაშიც. „უკანასკნელი ფურცელი“ ბრიუსელში ევროკომისიის შენობასა და პიერ ბერჟეს ფონდში, ასევე კოშიცეში - 2013 წლის ევროპის კულტურის დედაქალაქში გამოიფინა. ექსპოზიცია შედგა რომშიც, იტალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო 2014 წელს - ვენის ხელოვნების აკადემიაში.

2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და აუშვიცის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა უკანასკნელი ფურცელი ლატვიაში, მარკ როტკოს ხელოვნების ცენტრში, ნიუ-იორკში გაეროს შენობაში, ბერლინში გერმანიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ბოსტონში ტაფტის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში, მოსკოვის ებრაულ მუზეუმსა და ტოლერანტობის ცენტრში გაიმართა.

ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის ცენტრის შემდეგ ექსპოზიციამ 2016 წელს სან პაულუში, იერუსალიმსა და კანადაში იმოგზაურა. კანადაში მას ჰამილტონის სამხატვრო გალერეამ უმასპინძლა. 2017 წლის დასაწყისში ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში უკანასკნელი ფურცელი 50 დღის განმავლობაში ორმოცდაჩვიდმეტი ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

მიმდინარე გამოფენის რამდენიმე ნამუშევარი უკვე კონგრესის ბიბლიოთეკის მუდმივი კოლექციის ნაწილია.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი