უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

23 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ ფაბრიკაში საზეიმოდ დაიხურება

23 სექტემბერს 18:00 საათიდან ფაბრიკაში ხელოვნების ფესტივალის „კამერა ობსკურა: ბერლინი - თბილისი“ საზეიმო დახურვა გაიმართება.

როგორც მედიანიუსს გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ღია ცის ქვეშ ქართული-გერმანულ საღამოზე, რომელიც თბილისისა და ბერლინის მეგობრობას ეძღვნება, პირველად გაიმართება ახლად შექმნილი ქართულ-გერმანული ჯაზ-კვინტეტის კონცერტი რეზო კიკნაძის (საქსაფონი), მანფრედ ბრიუნდლის (ბასი), მათიას ლინდერმაიერის (საყვირი), ლუკა თოფურიას (კლავიში), ირაკლი ჭოლაძის (დასარტყამი ინსტრუმენტები) შემადგენლობით. ჯაზ-კვინტეტის კონცერტამდე, ფაბრიკის ტერიტორია დაერთმობა ბერლინი-თბილისის მეგობრობის ზეიმს, ფაბრიკის ეზოში თემატური პროექციები მოეწყობა და გაიმართება კინოჩვენებაც.

მესაყვირე მათიას ლინდერმაიერს 2012 წელს მოგებული აქვს Biberach Jazz პრიზი და kurt Maas-ის ჯილდო, ხოლო მანფრედ ბრიუნდლის, ვაიმარის მუსიკის უნივერსიტეტის პროფესორს, 2012 წელს მიღებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდო, როგორიცაა SWR Jazz პრიზი. ის არის მსოფლიოში პირველი კულტურათაშორისი ჯაზის ჯილდოს, პირველი ACHAVA ჯაზის ჯილდოს ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 19 წლის მანძილზე ვაიმარში Internatonal Jazzmile Workshop-ის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ამავე საღამოს ბერლინიდან ჩამოსული დიჯეები შტეფან გოლდმანი და ბერლინის ელექტრონული სცენის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული კლუბის WATERGATE-ის რეზიდენტი პატლაკი დაუკრავენ. პატლაკის როგორც DJ-ს და პროდიუსერის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ხანგრძლივმა მეგობრობამ მათიას მაიერთან. მისი პირველი EP გამოვიდა ჰამბურგის ლეიბლით liebe*detail.

შტეფან გოლდმანი ქმნის ინოვაციურ,ელექტრონულ მუსიკას, რომელიც ტექნოს საფუძველზე (თრექი, რასტერი,სემპლი და ლუპი) არის აგებული. ტექნოთრექების გარდა, ძირითადად მუშაობს ცეკვების, ანსამბლებისა და ფილმებისთვის (შეკვეთები MaerzMusik Berlin-ის NyMusikk ნოვერგიისა და BASF კულტურის პროგრამისგან). გამოშვებული აქვს მრავალი ჩანაწერი, დაარსა ლეიბლი Marco და არის DJ მსოფლიოს მასშტაბით. მრავალ საერთაშორისო პროექტებს შორის გაკეთებული აქვს Live პერფორმანსები ისეთ პროექტებში, როგორებიცაა:

LACMA ლოს ანჟელესი, The Mutek Festival მონრეალი, The Honen in Temple Kyoto და The Centro Cultural Kirchner ბუენოს აირესში.ბერლინში მისი სახელი მკვეთრად ასოცირდება კლუბთან “Berghain“, რომლისთვისაც აქვს ღონისძიებების სპეციალური ფორმატი „ელექტროაკუსტიკური სალონი“.
საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში ხელოვნების ფესტივალი „კამერა ობსკურა: ბერლინი-თბილისი“, რომელიც 19 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით და გერმანული კომპანია RCCR Projects-ის, ქართული სააგენტო Ex: Sound-ის ორგანიზებით წელს პირველად იმართება.

ხელოვნების ფესტივალი „Camera Obscura ბერლინი-თბილისი“ გერმანელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის ხელოვნებისა და მუსიკის სფეროებში დიალოგის გაღრმავებას ეძღვნება, თუმცა მის ძირითად თემას ორი დედაქალაქის - თბილისისა და ბერლინის კულტურული ურთიერთობები წარმოადგენს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს კლასიკური მუსიკის კონცერტს, ჯაზ კონცერტს, ფოტოგამოფენას, დისკუსიებსა და კლუბურ საღამოს ბერლინელი დიჯეების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ გერმანიიდან ჩამოსული ის ცნობილი ხელოვანები, რომლებიც გარდა იმისა, რომ საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ, ქართველ კოლეგებს თავის პროფესიულ გამოცდილებასაც გაუზიარებენ.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი