რეგიონები
ხალხი ამ კატასტროფულ გადასახადს ვერ გადაიხდის - გორში გაზის გადასახადებზე მსჯელობენ
გორელების პროტესტთან დაკავშირებით, რომელიც დეკემბრის ბოლოს მისულ გაზის გაზრდილ გადასახადებს მოჰყვა, ენერგოომბუდსმენი შეხვედრას მართავს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სემეკის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ეკა სუხიშვილმა ენერგოომბუდსმენს განუცხადა, რომ საჭიროა საქმის გამოკვლევა. მისი თქმით, ხალხი „გასამმაგებულ გადასახადებს“ ვერ გადაიხდის.
„ყველაფერი აისახება ჩვენზე. ესენი თბილისელები არიან, დაიხურავენ ქუდს, წავლენ და ჩვენ უნდა შევხედოთ ამ ხალხს თვალებში, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამათთან ერთად, ჩვენ უნდა დავბერდეთ და დავიხოცოთ ამ ქალაქში. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რამე ზომები მიიღეთ, რადგან ეს ხალხი ამ კატასტროფულ გადასახადს ვერ გადაიხდის. ადამიანებს, რომლებსაც გათვლილი ჰქონდათ გარკვეული ბიუჯეტი, რომ გადაეხადათ ეს თანხა, და უფრთხილდებოდნენ, ყოველდღე აკონტროლებდნენ მომატება-დაკლებას. ისედაც მწირი შემოსავლების კვალობაზე, გაჭირვებით იხდიან ამ გადასახადებს და ძალიან გთხოვთ, ნუ წახვალთ უპასუხოდ. რაღაც პასუხი გაგვეცით ოღონდ ნუ გვეუბნებით, რომ მართლები არიან, რომ თურმე გაზი რაღაცნაირად იწვის და გასამმაგებული გადასახადი ამიტომაცაა“, - განაცხადა სუხიშვილმა.
ადგილობრივების ნაწილმა აქციები 30 დეკემბერს დაიწყო. მოსახლეობა ეჭვობს, რომ გადასახადები ხელოვნურადაა გაზრდილი.
გუშინდელ აქციაზე პროტესტის მონაწილეები „სოკარის“ ფილიალში შეიჭრნენ, თუმცა კომპანიის გორის სერვის ცენტრის რეგიონალური ოფისის მენეჯერმა, გიგა გრიგალაშვილმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და მაღალი გადასახადები გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდასა და ტემპერატურის დაცემას დაუკავშირა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


