რეგიონები
ყაზბეგში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება
რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში აშენდება. საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. კომპანია კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ნედლი რძე“–ს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657, 63 მლნ. ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11, 634 ადამიანი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


