რეგიონები
ყაზბეგის ეროვნული პარკი გაფართოვდება
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების შესახებ იმსჯელეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოადგილესთან ეკატერინე გრიგალავასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს ეროვნული პარკის გაფართოების მნიშვნელობაზე ესაუბრა, - აცნობეს მედიანიუსს გარემოს დაცვის სამინისტროდან.
ამჟამად არსებულ საზღვრებში, ყაზბეგის ეროვნული პარკი ვერ უზრუნველყოფს ეკოსისტემების სრულფასოვან დაცვას. პარკის გაფართოება ხელს შეუწყობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ეკოსისტემების უკეთ დაცვას, რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პრეზენტაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის წევრები და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


