მოზაიკა
ყაზახეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო საშობაო ბაზარში
საქველმოქმედო საშობაო ბაზარი გაიმართა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყაზახეთში საქართველოს საელჩო გახლდათ.
საშობაო ბაზარზე წარმოდგენილი იყო 70-მდე ქვეყნის ეროვნული პროდუქცია და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების ნაწარმი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ჭაჭა, მინერალური წყლები, ტრადიციული ტკბილეული, ქართული ჩაი, სუვენირები და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ დამზადებული საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების ამსახველი ილუსტრირებული ბროშურები.
ქართული სტენდის სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის და ტურისტული პოტენციალის შესახებ, საჩუქრად გადაეცათ საინფორმაციო ბროშურები. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სტენდზე წარმოდგენილი ქართული ტკბილეულობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანიამ დაინტერესება გამოხატა ყაზახურ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანის თაობაზე.
ქართულ კუთხესთან, დიასპორის ფარგლებში მოქმედი ქართული ანსამბლი „ბაგრატიონის“ მიერ შესრულდა ქართული სიმღერები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქართული საზოგადოებრივ-კულტურული ცენტრი „კოლხეთის“ წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული პავილიონი ბევრმა სტუმარმა მოინახულა, მათ შორის იყვნენ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საშობაო ბაზარზე შემოსული მთლიანი თანხა გადაეცემა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებულ მიუსაფარ ბავშვთა სახლებს. იგეგმება საქართველოს საელჩოს ჩართულობა თანხისა და საჩუქრების გადაცემის ცერემონიაში.
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


