მოზაიკა
კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Hotdocs ფილმმა „სოვდაგარი“ გამარჯვება მოიპოვა
კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე HOTDOCS CANADIAN INTERNATIONAL DOCUMENTARY FESTIVAL რეჟისორ თამთა გაბრიჩიძის დოკუმენტურმა ფილმმა „სოვდაგარი“, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. „სოვდაგარი“ რეჟისორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ტელებლოგის“ ფარგლებში გადაიღო და პირველი არხის ეთერში მისი პრემიერა 2016 წელს შედგა. ფილმზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობდა (ოპერატორი ივანე ანდიაშვილი, ხმის რეჟისორი ილია მაღრაძე, მონტაჟის რეჟისორი ნონა გოგოძე, პროდიუსერი ილია თავბერიძე). ფილმისთვის სპეციალურად დაიწერა მუსიკა, რომელიც გიგი (PianoMan) ჭიპაშვილს ეკუთვნის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, Hotdocs ოსკარის საკვალიფიკაციო ფესტივალია, აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებით ფილმმა ოსკარის მონაწილეობის კვალიფიკაცია მოიპოვა და 2018 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციისთვის იბრძოლებს. ფესტივალი 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ტორონტოში მიმდინარეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური დოკუმენტური ფილმების ფესტივალია მთელს მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ორასამდე ფილმს მასპინძლობს.
ფილმის სამცხე-ჯავახეთშია გადაღებული და მოგვითხრობს მოხეტიალე ვაჭრის ცხოვრებაზე, რომელიც კარტოფილის ძიებაში შემხვედრი ადამიანების ისტორიებს გვიამბობს. ისტორია ქალაქში იწყება და სამცხე-ჯავახეთის სოფლებამდე ჩადის, სადაც ფული - კარტოფილია, მასზე ცვლიან მეორად ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს.
თამთა გაბრიჩიძე რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმის ავტორია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში „ტელებლოგი“, მან ასევე გადაიღო ფილმი „გუგულის გადაფრენა“, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო მატარებლის შესახებ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


