რეგიონები
კახეთში მე-11 დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
კახეთში მე-11 დღეა 57 წლის დაკარგულ მამაკაცს, დავით ხოკერაშვილს ეძებენ.
მამაკაცი თელავში ცხოვრობდა და 11 დღის წინ იგი სახლიდან დაკარგული პირუტყვის საძებნელად მთის მიმართულებით წავიდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი გაქრა.
როგორც დაკარგულის ძმამ, მიშა ხოკერაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, მის ძმას გული აწუხებდა და სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დავით ხოკერაშვილი დღემდე არ დაბრუნებულა სახლში.
„სამუშაოებს აფერხებს დიდი თოვლი და იმედი გვაქვს, რომ ცოტა თოვლი დაჯდება და უფრო გაადვილდება ძებნა, ამასთან ერთად დადიან ადგილობრივი ბიჭები, მეგობრები, ახლობლები, მონადირეები, სოფლებიდან ამოდიან, გვეხმარებიან და არ ვიცი. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, რომ გული აწუხებდა და ალბათ, სადღაც გულმა უმტყუნა, თორე ეგ ადგილები ზეპირად იცოდა“,-განაცხადა მიშა ხოკერაშვილმა.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივების 35-კაციანი ჯგუფი არის ჩართული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


