რეგიონები
კახეთში დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილი დაიწვა
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.ხანძრის შედეგად თავშესაფრის ჭერი, საოჯახო ტექნიკა და ავეჯი განადგურდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს.
„სამზარეულოში ვიყავით, როცა მეზობლის ბავშვმა დაიძახა, თქვენთან აივანზე ცეცხლიაო. როცა ზევით ავედით, მაღლიდან ცეცხლი ეკიდა და დაბლა ნამწვი ცვიოდა. სანამ „ვედრებით" წყალი ამოვიტანეთ, უკვე დივანს ეკიდა ცეცხლი, სარეცხ მანქანას, იქით საწოლები გვილაგია, იქ ეკიდებოდა ცეცხლი, დაზიანებულია კიდევ ეს ფანჯარა", — განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას დაზარალებულმა ვერიკო დურგლიშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


