მოზაიკა
კაფე-სანაყინე მორელის ჯელატო 3 წლის გახდა
დღეს, 22 თებერვალს, ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი კაფე-სანაყინე ,,მორელის ჯელატო’’ 3 წლის გახდა.
დღევანდელი იუბილე ,,მორელის ჯელატომ’’ კაფე-სანაყინის ერთგულ სტუმრებთან და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
ბავშვებს სპეციალურად დღევანდელი დღისათვის დამზადებული იტალიური პროდუქტებით გაუმასპინძლდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებას იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, სტეფანო კრეშენციც დაესწრო.
როგორც ,,მორელის ჯელატოს’’ პროექტის მენეჯერმა, დიმიტრი მოდრეკელიძემ აღნიშნა, იტალიური ბრენდი ,,მორელის ჯელატო’’ თავის საუკუნოვან ტრადიციას ითვლის ნაყინის წარმოებაში 1907 წლიდან და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-11 ქვეყანა იყო, სადაც კაფე-სანაყინის ფილიალი გაიხსნა.
,,დღეს სამი წელი გახდა საქართველოში მორელისის ფილიალის გახსნიდან. ,,მორელის ჯელატოს’’ შეხვდებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დუბაიში და ასე შემდეგ.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ეს გახლავთ უკვე ტრადიცია, რომელიც გრძელდება მესამე წელია; ჩვენ მოგვყავს ბავშვები, რომლებსაც უფასოდ ვუმასპინძლდებით. გვყავს სტუმრები იტალიის საელჩოდან, რომლებიც ჩვენი მომხმარებლები არიან.
,,მორელის ჯელატო’’ არის ,,ომეგა ჯგუფის’’ ქოლგის ქვეშ, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, ბავშვებს, მოზარდებს, უფროსებს მისცა საშუალება, რომ მიირთვან და დატკბენ არამარტო ნამდვილი იტალიური ნაყინით, არამედ ბევრი სხვა იტალიური პროდუქციით’’, - განაცხადა დიმიტრი მოდრეკელიძემ.


საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


