რეგიონები
ყაჩაღური თავდასხმა კასპის რაიონში - ოჯახის ერთ-ერთ წევრს სახე დაუსერეს, ხოლო მეორეს ცხვირი მოაჭრეს
კასპის რაიონის სოფელ ფერმაში სამი ნაღბიანი პირი ალიოღლების ოჯახს თავს დაესხა. წაღებულია 2000 ლარამდე თანხა და ძვირფასეულობა. საბინა ალიოღლის თქმით, ყაჩაღებმა ისინი დააბეს, ხოლო მისი მშობლები აწამეს.
თავდასხმელები დაემუქრნენ ოჯახს, რომ დახოცავენ მომხდარის გასაჯაროების შემთხვევაში.
„სამი კაცი დაგვესხა თავს. ნიღბებით. დაგვაბეს. ამოიღეთ ფული, რაც გაქვთო. მამაჩემი სცემეს, დედაჩემიც. სახეზე დანა დაუსვეს. მერე მე ამიყვანეს, რაც გვქონდა ოქრო და ფული, მივეცით, 2000 ლარამდე იყო თანხა. ორს იარაღი ეჭირა და სამივეს ჰქონდა დანა. მამაჩემს თავი და ორივე თვალი აქვს გასიებული, სახე აქვს გაჭრილი, დედაჩემს ცხვირი მოაჭრეს, სახე გაკერილი აქვს. გვითხრეს, ხვალ რომ გნახოთ პოლიციაში ან ტელევიზიაშიო, იმ დღესვე მოგჭრით თავსო “, - მოჰყვა საბინა ალიოღლიმ.
მისი თქმით, თვიტონ ყაჩაღებმა განაცხადეს, რომ მათ ინფრომაცია მიაწოდეს, რომ ოჯახში ფულსა და ძვირფასეულობას ინახავდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


