ეკონომიკა
იციკ მოშე: ახალი ბიზნესის შემოსვლისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა უკვე არსებული ბიზნესის წარმატებულობა
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ისრაელის სახლის ინიციატივით, თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფება ისრაელის ბიზნეს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ფინანსური ჯგუფის წარმომადგენლები, კერძო ინვესტორები და ისრაელის სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიების, მათ შორის უმსხვილესი HERMAN ZEMEL PROJECTS-ის მფლობელები.
ვიზიტის მიზანია ამ სფეროში საქართველოში არსებული გარემოს გაცნობა და ინვესტირება.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ქართულ კომპანიებთან და შეისწავლიან ქართულ ბაზარზე არსებულ პოტენციალს. მათივე სურვილია, საქართველოში შემოიტანონ ისრაელის სოფლის მეურნეობაში აპრობირებული ახალი ტექნოლოგიები.
დღეს ისრაელელმა სტუმრებმა პირველი შეხვედრა „ისრაელის სახლში“ გამართეს. „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ მათ ორგანიზაციის საქმიანობა და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ეგიდით ისრაელიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციებით მიმდინარე პროექტები გააცნო.
შემდეგ დელეგაციამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაინაცვლა და მინისტრის მოადგილესთან გიორგი ხანიშვილთან შეხვედრა გამართა. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებითა და ინვესტორებთან მუშაობის პრაქტიკით. სტუმრებმა მინისტრის მოადგილეს გააცნეს საკუთარი კომპანიების საქმიანობა და საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ისრაელის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, პოტენციური ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ბაზრის გაცნობა და სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომ წარმატებული იყოს ესა თუ ის ბიზნესპროექტი.
HERMAN ZEMEL PROJECTS-ის წარმომადგენელთა თქმით, მათი კომპანია მუშაობს ისრაელში, აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში. საქართველოში პირველი ინვესტიციის განხორციელებას კი წელსვე აპირებენ. ეს შეიძლება გადამამუშავებელი სფერო იყოს. მოხდება ისრაელის ტექნოლოგიური გამოცდილების დანერგვა საქართველოში.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, ეს ისრაელის ბიზნესის წარმომადგენელთა მორიგი ვიზიტია, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით ხორციელდება. პოტენციური ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ისრაელის ტექნოლოგიების შემოტანით, გულდასმით ეცნობიან საქართველოს ბიზნეს გარემოს, საქართველოში უკვე არსებული ისრაელური ინვესტიციებით მიმდინარე პროექტებს.
„ახალი ბიზნესის შემოსვლისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა უკვე არსებული ბიზნესის წარმატებულობა. ამ მხრივ საქართველოში ისრაელური ინვესტიციების მიმდინარეობისას არის გარკვეული ბარიერები, რომლის გადალახვასაც წლის ბოლომდე საქართველოს მთავრობასთან ერთად შევეცდებით. დეკემბერში ჩვენი ინიციატივით ისრაელიდან ჩამოდის წარმომადგენლობითი დელეგაცია წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მედიის წარმომადგენელთა შემადგენლობით, ვიმსჯელებთ საქართველოში ისრაელიდან ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და პროცესში შესაძლო პრობლემის აღმოფხვრის გზებზე“, - განაცხადა იციკ მოშემ.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


