რეგიონები
„ისუნთქეთ ცემენტი“ - ქუთაისის მერიასთან ხეების გაჩეხვა და კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტეს
დღეს ქუთაისის მერიასთან, ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, შეკრებილებმა მოითხოვეს ბუხაიძეზე კაფე-ბარ „ფლამინგოს“ მშენებლობის შეჩერება და ამ ადგილისთვის სკვერის სტატუსის მინიჭება.
აქციის მთავარი სლოგანები იყო „არა ხეების მოჭრას“, „მოგვეშველეთ, გაიჩეხა ქალაქი“, „ისუნთქეთ ცემენტი“, „ისუნთქოს ქალაქმა“.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრა მოითხოვეს, მაგრამ იმის გამო, რომ მურღულია ქვეყანაში არ იმყოფება, ქუთაისის ვიცე-მერთან, ნოდარ მიქიაშვილთან შესახვედრად ავიდნენ.
ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებელებს ასევე შეუერთდნენ საკრებულოს დეპუტატები: ნატო ქათამაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ბრეგაძე და პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გია თევდორაძე.
ანალოგიური აქცია ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა 15 ივნისს გამართეს. მაშინ მათ ქალაქის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი და ვიცე-გუბერნატორი პაატა ნადირაძე შეხვდნენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


